11 მაისი 2024,   07:25
ვრცლად
სროლა ღამის კლუბში - აშშ-ში მომხდარი ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად. ინციდენტი კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია.

დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. 

გავრცელებული ცნობით, ღამის კლუბში სროლას წინა შელაპარაკება უძღოდა. პოლიცია არ გამორიცხავს, საქმე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

დღის ამბები