05 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
დაძაბულობა სირიაში - რუსეთის მხარდაჭერით, სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ

დაძაბულობაა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების დროს დაიღუპა 2 და დაშავდა 5 თურქი სამხედრო.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ანკარის მხრიდან საპასუხო იერიშის დროს 50 სირიელი ჯარისკაცი მოკლეს.

შეთანხმების გარეშე დასრულდა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთში მოსკოვსა და ანკარას შორის გამართული მოლაპარაკებები.

თურქეთის პრეზიდენტი სირიის სამთავრობო ძალებს უკან დახევისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებით იმუქრება.

დღის ამბები