26 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, ხვალ თქვან, რომ დამხობა არის რასელის ცნობილი ნახატი - არჩილ თალაკვაძე მერაბიშვილის განცხადებაზე

საპატიმროდან გამოსული ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და ამ განცხადებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილის სურვილი და პოლიტიკური ამოცანა დესტაბილიზაციაა:

"მათი მთავარი მიზანი, სურვილი და პოლიტიკური ამოცანა არის დესტაბილიზაცია და ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. მე დღეს მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, რომ დამხობა არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ხვალ თქვან, რომ დამხობა არის რასელის ცნობილი ნახატი," - განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.

დღის ამბები