26 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
სროლის დროს არავინ დაშავებულა - ახალი დეტალები ქართველი მეზღვაურების გატაცებასთან დაკავშირებით

ქართველი მეზღვაურების გატაცებისას, გასროლის დროს არავინ დაშავებულა - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტო, გემთმფლობელ კომპანიასა და თავად ეკიპაჟის წევრებთან კომუნიკაციას განაგრძობს. რაც შეეხება გამტაცებლებს, მათგან კავშირზე გამოსვლასა და მოთხოვნების გაცნობას, პრაქტიკიდან გამომდინარე, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში არ ელოდებიან. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური 2 დღის წინ გაიტაცეს, მათ შორის 4 ქართველია.

"გასროლა მოხდა ჰაერში, შესაბამისად არავინ დაშავებულა, კომუნიკაცია მქონდა გემის ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც გემზე იმყოფებიან ამ დროისათვის,"- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

დღის ამბები