26 აპრილი 2024,   13:22
ვრცლად
სამხრეთ კორეაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო რეკომენდაციებით მიმართავს

კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ,საქართველოს საელჩო კორეაში რეკომენდაციას ავრცელებს და იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს და მოსახლეობას აფრთხილებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

"ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას, მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე.

ქალაქი დეგუ და გეონგბუკის პროვინცია გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:
გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები,"- ნათქვამია რეკომენდაციაში.

დღის ამბები