26 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამხელა მსხვერპლი მოგვიტანა საბჭოთა ოკუპაციამ - "ლელოს" წევრებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

"ლელოს" წევრები იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში შეიკრიბნენ.

პარტიის წევრები კვლევითი ინსტიტუტის შექმნაზე საუბრობენ, რომელიც პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობას შეისწავლის. 

"დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევისწავლეთ არამხოლოდ პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა, არამედ, ის თუ რა კატასტროფა მოგვიტანა ამ 70-მა წელმა. ამ საკითხების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა შეიქმნას სხვადასხვა ინსტიტუტი," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ბაქრაძე. 

გრიგოლ გეგელიას განცხადებით კი, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადოს ისტორიის კვლევა და გახსნას არქივები.

"დროა ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ ისტორიის კვლევა და არქივების გახსნა თავის პრიორიტეტად გამოაცხადოს. ჩვენ ისტორიულ რაობასა და იდენტობას სახელი უნდა დავარქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამხელა მსხვერპლი მოგვიტანა საბჭოთა ოკუპაციამ," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ. 

დღის ამბები