26 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
ევროკავშირი მოსკოვს ნემცოვის მკვლელობის სრულად გამოძიებისკენ მოუწოდებს - მკვლელობის ადგილზე დღეს დიპლომატები მივიდნენ

ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობა სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს. განცხადება ევროკავშირის საგარეო სამსახურმა გააკეთა.

"წინააღმდეგობების მიუხედავად ნემცოვი უშიშრად იბრძოდა რუსეთში დემოკრატიისთვის, მოვუწოდებთ რუსეთს დაისაჯოს მკვლელობის ყველა მონაწილე,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე მოსკოვში, კრემლის წინ ხიდზე, პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას, რუსეთში აკრედიტირებული 30 ქვეყნის დიპლომატი მივიდა. რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. რუსეთში ამ დრომდე უცნობია პოლიტიკოსის მკვლელობის დამკვეთი, თუმცა შემსრულებლები სასჯელს იხდიან. ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა რუსეთის დედაქალაქში 29 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები