03 მაისი 2024,   13:06
ვრცლად
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ენმ და "ევროპული საქართველო" - საკრებულოს სხდომა კვლავ ოპოზიციის გარეშე ჩაივლის 

თბილისის საკრებულოს სხდომა კვლავ ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საკრებულოს სხდომები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილების დაკმაყოფილებას ემსახურება.

"ესეთ სპექტაკლში მონაწილეობა, სადაც არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ბიძინას ასიამოვნონ და ქართული ოცნებისთვის რაღაც ადმინისტრაციულ რესურსებად გამოიყენონ ხალხის ფული, ჩვენ მონაწილეობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ დრომდე არის გასარკვევი, რა გზით აპირებენ ესენი ქვეყნის წაყვანას,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე, დავით ჟღენტი აცხადებს, რომ სანამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული პირობა არ შესრულდება, „ევროპული საქართველო“ საკრებულოს სხდომებზე დასწრებას არ აპირებს.

უმრავლესობის განცხადებით კი, დღეს იმსჯელებენ დედაქალაქის ბიუჯეტიდან - გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირების მედიკამენტებს დაფინანსებაზე. ასევე, რა ვითარებაში უნდა მოხდეს ადვილად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების გამოყენება და რეალიზაცია.

"ბოლო ბოიკოტი, როგორც ვიცით, მოჰყვა უგულავას დაკავებას და ვფიქრობთ, რომ უბრალოდ არალოგიკურია იმ ადამიანის დაკავების გამო გამოაცხადო ბოიკოტი, რომელმაც ამ ქალაქს 48 მილიონი გაუფლანგა,“ - ამბობს ლევან ჟორჟოლიანი.

დღის ამბები