03 მაისი 2024,   15:21
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის უწყება იდლიბში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

თურქი სამხედროები, რომლებიც იდლიბის დეესკალაციის ზონაში სირიის სამთავრობო ძალების ცეცხლის ქვეშ მოექცნენ, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მხარდაჭერითაც მოქმედებენ ასადის სამთავრობო ძალები.

როგორც რუსული მედია რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. 27 თებერვალს  ტერორისტული დაჯგუფება "ჰაიატ ტაჰრირ აშ-შამის" მებრძოლებმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე შეტევა სცადეს დასახლებულ პუნქტ ბეჰუნში. სირიის სამხედრო ძალებმა ცეცხლით უპასუხეს, რომლის ქვეშაც თურქი სამხედრო მოსამსახურეებიც მოყვნენ, რომლებიც ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქული მხარის მონაცემები თანახმად, თურქეთის ჯარის არც ერთი ქვედანაყოფი ამ ტერიტორიაზე არ იყო და არც უნდა ყოფილიყო. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ თურქი სამხედროების დაშავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რუსულმა მხარემ ცეცხლის შესაწყვეტად ზომები მიიღო და დაღუპული და დაჭრილი თურქი ჯარისკაცების ევაკუაცია უზრუნველყო.

წუხელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიული სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას იდლიბის პროვინციაში მინიმუმ 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა. ამის შემდეგ, ოფიციალურმა ანკარამ სირიის ჯარებზე სახმელეთო და საჰაერო შეტევების დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის მმართველი პარტიის პრეს-მდივანმა ომერ ჩელიკმა მომხდარი ფაქტი NATO-ზე თავდასხმად შეაფასა და ალიანსთან კონსულტაციები დაანონსა.

 

 

დღის ამბები