26 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
"ტყეში წავედი, გზადაგზა ასკილს ვკრეფდი, ამ დროს ორი რუსი სამხედრო მომეპარა" - ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული აძვის მკვიდრი

ცხინვალის ციხეში ორდღიანი უკანონო პატიმრობისა და გათავისუფლების შემდეგ, ელდარ გუნდიაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს.

"ტყეში წავედი და ერთი ღერი შეშა მომქონდა, გზადაგზა კი ასკილს ვკრეფდი. ამ დროს ორი რუსი სამხედრო მომეპარა, იარაღით შეიარაღებულები იყვნენ. გამოქცევას შევეცადე, მაგრამ ვერ დავეხსენი,ჭიდაობა დავიწყეთ. დამიჭირეს და წამიყვანეს. გადამიყვანეს ბაზაზე და იქ დამკითხეს," - აცხადებს ელდარ გუნდიაშვილი. 

საქართველოს 66 წლის მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ის სოფელ აძვის განაპირას, საკუთარ ბაღთან შეშას აგროვებდა. ე.წ მესაზღვრეებმა მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ელდარ გუნდიშვილი ამ ბრალდებით მესამედ იყო დაკავებული.

დღის ამბები