04 მაისი 2024,   23:27
ვრცლად
დედის მკვლელობის გამო დაკავებულ მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

საკუთარი დედის მკვლელობის გამო დაკავებულ მამაკაცს სავარაუდოდ, ბრალს დღეს უკვე ოფიციალურად წარუდგენენ. სასტიკი მკვლელობა თბილისში, გეთიას ქუჩაზე მოხდა.

29 წლის მამაკაცმა დედა ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით ეზოში გაიტანა და დაწვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ შვილს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემთხვევა დედის დღემდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

მეზობლები ამბობენ, რომ მათ არანაირი ხმა არ გაუგიათ. მეზობლების თქმით, ოჯახთან ნაკლები კომუნიკაცია ქონდათ, თუმცა ამბობენ, რომ დედა-შვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ არ გაუგიათ. როგორც ისინი აცხადებენ, თავდაპირველად ინფორმაცია ხანძრის შესახებ გავრცელდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები