03 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტსა და "თალიბანის" ერთ-ერთ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და "თალიბანის" ერთ-ერთ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეების განცხადებით, დიალოგი, რომელიც 35 წუთს გაგრძელდა, კარგად წარიმართა.

დონალდ ტრამპმა ავღანეთში ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ვაშინგტონი და თალიბანი ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ 29 თებერვალს დოჰაში შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, 14 თვეში ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, თალიბანი კი პირობას დებს, რომ ტერორისტული თავდასხმები აღარ მოხდება. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ავღანეთში 18-წლიანი ომი დასრულდება.

დღის ამბები