02 მაისი 2024,   08:32
ვრცლად
ინფექციური საავადმყოფოში მიმართვიანობა იზრდება - ლუგარის ლაბორატორიიდან 11 ახალი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებებში პაციენტების ნაკადი იზრდება. კლინიკაში ახლა ლუგარის ლაბორატორიიდან დამატებით 11 ახალი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე დღეა, რაც ქვეყანაში კორონავირუისის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კვლევა 16 პაციენტს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. მისი ინფორმაციით, ყველა მათგანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საერთო ჯამში, ახლა ინფექციურ საავადმყოფოში 24 ადამიანი რჩება.

"16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კორონავირუსზე, 16-ვესთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. 16-ვე პაციენტი, შესაბამისად, გადაყვანილნი იქნენ საკარანტინო სივრცეში. ამჟამად, ჩვენთან წევს 24 პაციენტი, ამ 24 პაციენტიდან ასაღებ ტესტირებაზე არის 11 პაციენტი. სამი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

 

დღის ამბები