04 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
თბილისში ლოტკინის დასახლებაში ძლიერი ხანძარია

თბილისში ლოტკინის დასახლებაში ძლიერი ხანძარია. როგორც "რუსთავი2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საბურავებს და ბალახს უკიდია.

უწყების ინფორმაციით ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს და ცეცხლის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტზე არ არსებობს.

დღის ამბები