11 მაისი 2024,   21:34
ვრცლად
კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

ამ ეტაპზე სრული დეზინფექცია უკვე ჩატარებულია 1800-ზე მეტ საჯარო და 150-ზე მეტ კერძო სკოლაში.

"კერძო სკოლებმაც გავითვალისწინეთ განათლების მინისტრის რეკომენდაციები, ჯერ კიდევ სასწავლო პროცესის პერიოდში და შემდგომაც - არდადეგებზე, სკოლაში სისტემატიურად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს," - განაცხადა კერძო სკოლა "ერუდიტის" დირექტორმა ქეთევან ჯარუაშვილმა.

დღის ამბები