11 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
იტალიიდან ჩარტერული რეისი გამოფრინდა - "კურიერის" კადრები სპეცრეისიდან

კადრები სპეცრეისიდან რომი-თბილისი: საქართველოს 200 მოქალაქე, რომლებიც იტალიაში ფრენების გაუქმების გამო დარჩა, საქართველოში ჩარტერული თვითმფრინავებით მოჰყავთ.

კადრებში ჩანან ბორტგამცილებლები, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით მგზავრობენ. მათ, გაიარეს შესაბამისი ინსტრუქტაჟიც.

არსებული ინფორმაციით, არც ერთ მგზავრს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა ისინი, საქართველოში ჩამოსვლისთანავე სპეციალურ შემოწმებას გაივლიან და კარანტინში გადავლენ.

"რეისზე იმყოფება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რეისზე იყო რეგისტრირებული. რამდენიმე მგზავრი არ გამოცხადდა აეროპორტში. სამწუხაროდ, შეიქმნა პანიკური სიტუაცია, რომ თითქოს იტალია არის იზოლაციაში, ჩაიკეტა საზღვრები და წითელ ზონად არის გამოცხადებული. ეს, ასე არ არის. წითელ ზონად არის გამოცხადებული იმიტომ, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს მიღებული, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან კონტაქტი შეამცირონ და ვირუსის გადადების ალბათობა შემცირდეს. საერთშორისო რეისები ხორციელდება,"- აცხადებს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში, კონსტანტინე სურგულაძე.

 

დღის ამბები