04 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
ავღანეთში 1500 თალიბ პატიმარს გაათავისუფლებენ

ავღანეთში 1500 თალიბ პატიმარს გაათავისუფლებენ. გადაწყვეტილება ავღანეთის პრეზიდენტმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიიღო. პატიმრებს იმ პირობით ათავისუფლებენ, რომ ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ თავდასხმებს აღარ მოაწყობენ.

პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ციხეს მომდევნო 15 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 100-100 პატიმარი დატოვებს. სანაცვლოდ, თალიბანი მთავრობას ტყვედ აყვანილ ათას ჯარისკაცს დაუბრუნებს.

შტატებსა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონმა ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის პროცესი გუშინ დაიწყო. 

დღის ამბები