28 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 23 შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 46 პირი.

დღის ამბები