03 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან - მარინა ეზუგბაია

დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რითაც კაფე-ბარის, "მთვრალი ალუბალის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმუარა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, გარცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასუტურებული შემთხვევები მოდის ჩვენს ცენტრში ძირითადად. თუმცა, თქვენ იცით, რომ გამოცხადდა და  რამდენიმე დაწესებულება იქნება მიმღები „კოვიდ 19“-ისთვის. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში. მათ შორის, ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან დასტური არ არის მიღებული დაავადებაზე. რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, ასეთ პასუხს გაგცემთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რესტორან "მთავრალი ალუბალის" ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ 3 ჩეხ ტურისტს, რომელიც ბარში იმყოფებოდა, ადმინისტრაციის ინფორმაციით,  კორონავირუსი დაუდგინდა.

 

დღის ამბები