02 მაისი 2024,   13:52
ვრცლად
ყველა რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის საჭიროება არ დადგება - ტიკარაძე

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება მოსახლეობა საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.  

"მთავრობა ვახერხებთ ერთობლივი გადაწყვეტილებებით მოვახდინოთ ყველა სახის პრევენცია. დამოკიდებულები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს ღონისძიება ხარისხობრივად კარგად იქნება შესრულებული, მაშინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.

დღის ამბები