03 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალ პროცენტად ითვლება, თუმცა მისივე განმარტებით, ინფექციის მქონე არასრულწლოვანთა მდგომარეობა სტაბილურია.

"პრინციპში, ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებთან განსხვავებით. ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც დადებულია სხვა ქვეყნებში, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

38 დადასტურებული შემთხვევიდან 4 პაციენტი 14 წლამდე ასაკისაა.

დღის ამბები