11 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
ლარი კვლავ გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 3.18, ხოლო 1 ევრო 3.49 ლარი ღირს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1804 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1804 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0807 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0997 შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის.
 
"ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, უცხოური ვალუტების გაყიდვების ჩათვლით სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით. 
 
საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ინფლაციურ მოლოდინებზე, ზრდის მიმართულებით მოქმედებს,"-აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
დღის ამბები