02 მაისი 2024,   13:07
ვრცლად
427 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მონაცემებმა ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მონაცემებმა ჩინეთის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 427-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 3 ათას 405 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 41 ათასს აღემატება. ჩინელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიღებული ზომები COVID-19-თან გასამკლავებლად საკმარისი არ არის.

იტალიას ვირუსთან ბრძოლაში ახლო მომავალში კუბელი ექიმები დაეხმარებიან.

დღის ამბები