05 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, გუშინ ვირუსის სიმპტომების მქონე 7 პაციენტს ტესტირება ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა.დღეს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტის ტესტირება იგეგმება, რომლის პასუხებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 46 პაციენტი, 46-ვე პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პნევმონია, მათი მდგომარეობაც არის დამაკმაყოფილებელი. ჯერჯერობით COVID-დადებითი პაციენტი ჩვენს კლინიკაში არ არის.

გუშინ მოხდა 7 პაციენტის ტესტირება, შვიდივე პასუხი არის ნეგატიური. დღეს დაახლოებით 10 პაციენტი გაიტესტება და დაველოდებით პასუხებს.

საკარანტინო სივრცეებში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მათ, თუ აღენიშნებათ რაიმე სიმპტომები, ხდება ჩვენს კლინიკაში გადმომისამართება, სხვადასხვა სერვისის ჩატარება და უკან დაბრუნება.

სასწრაფო დახმარებას მოჰყავს ჩვენთან პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი რისკი და ეპიდანამნეზია მოგზაურობის ან სავარაუდო ვირუსთან შემხებლობის, ასეთი პაციენტები მოდიან ჩვენთან. ჩვენთან ხდება მათი შეფასება და რისკ ფაქტორებიდან გამომდინარე ისინი ან გადადიან საკარანტინო ზონაში, ან თვითიზოლაციაში მიდიან, ან რჩებიან კლინიკაში," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 46 პაციენტია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა აქვთ იმ პაციენტებსაც ვისაც პნევმონიით მიმდინარე ანამნეზი აქვთ.

 

 

დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები