04 მაისი 2024,   19:49
ვრცლად
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 601 ადამიანი გარდაიცვალა - სიკვდილის 7 ახალი ფაქტი დაფიქსირდა თურქეთშიც

კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი ფაქტი დაფიქსირდა თურქეთში. სულ ქვეყანაში 37 ადამიანია დაღუპული.

235-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში. ქვეყნის მთავრობა მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა დაწესებულების ძირითადი ნაწილის დახურვას აანონსებს.

კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოცხადდა აზერბაიჯანში, სადაც ვირუსის 72 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

COVID-19-ით ინფიცირების 400-ზე მეტი ფაქტი დასტურდება რუსეთში. ორი დღეა ფატალური შემთხვევების რაოდენობა იკლებს იტალიაში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაცვალების 601 და ინფიცირების 4 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სულ იტალიაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით 2300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ესპანეთში. შემთხვევების რიცხვი იზრდება საფრანგეთში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

გადაადგილების წესები გაამკაცრა და 2 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა დიდმა ბრიტანეთმა. კარანტინი გამოცხადდა კვიპროსში.

პანდემიის დაჩქარებაზე საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 102 ათასზე მეტი ადამიანია გამოჯანმრთელებული.

დღის ამბები