01 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 67 შემთხვევიდან 2 პაციენტი ავსტრიის მოქალაქეა - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში დადასტურებული "კოვიდ 19-ით"  ინფიცირებული 67 პაციენტიდან ორი  ავსტრიის მოქალაქეა, რომლებიც გუშინ ღამით სპეცრეისით სამშობლოში უკვე გადაიყვანეს.

დანარჩენი 65 ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. შესაბამისად, ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობას საქართველოს 56 მოქალაქე გადის.

COVID-19-თან დაკავშირებული მონაცემები დღეს მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.

"გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მათი მოქალაქეები გადაყვანილი იყვნენ ავსტრიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან საქართველოს მოქალაქე დაფიქსირებული არის 65 და ამ 65 მოქალაქიდან 9, დღეის მდგომარეობით არის ჯანმრთელი, რის შედეგადაც ჩვენ ამ ეტაპზე სტაციონარებში გვყავს 56 COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები