22 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
ბათუმში ხუთ პირს, რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 5 პირს ინფექცია არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გუშინ ღამით ინფექციურ კლინიკაში კარანტინიდან გადაყვანილ ხუთივე პაციენტზე ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული 5 პირია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1200-ზე მეტი პირია მოთავსებული.

დღის ამბები