26 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
10 წლის ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან გადმოჰყავთ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ორი ახალი პაციენტი ჰყავს - კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთი მათგანი სომხეთიდან არის ჩამოსული, მეორე კი 10 წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან გადმოჰყავთ. 

მცირეწლოვნის ისტორია ექიმებისთვის, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის. 

"მშობელს არ უფიქსირდება ამ ეტაპზე კორონავირუსი. 

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობაც არ შეცვლილა. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

ჩვენთან მოთავსებული 33 პაციენტის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. დღეს დილით 5 პაციენტის ანალიზის პასუხი მივიღეთ და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. დღის მეორე ნახევარში კი მიმდინარეობს 12 პაციენტის ტესტირება. 

ჩვენ, პროტოკოლის შესაბამისად, ჩვენი პერსონალის ტესტირებასაც ვახდენთ 2 კვირის ინტერვალით. ჯერჯერობით კი ჩვენს ცენტრში სამედიცინო პერსონალი ჯანმრთელია. სულ მკურნალობას ჩვენთან 34 პაციენტი განაგრძობს და ველოდებით კიდევ ერთს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ კოორონავირუსთან ერთად ყველა ქრონიკული დაავადების ქონა რისკისშემცველია. 

"ჩვენი პაციენტიდან ერთს აქვს ჰოპერტონული დაავადება, მაგრამ ეს მართულია და აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა მკვეთრად არ გაუარესებულა. 

მერე პაციენტთან იყო დიაბეტი, ადრე ის კრიტიკული პაციენტი იყო, ამჯერად კი არაკრიტიკულია, თუმცა მაინც მძიმე. მისთვის დიაბეტი არ აღმოჩნდა განაჩენი. მესამე პაციენტთან კი გვავქვს მძიმე ნერვოლოგიური დაავადება და გულის უკმარისობა, მისი მდგომარეობა, ჯერჯერობით, კრიტიკული რჩება. მეოთხე პაციენტი არის ქრონიკული ანემიით, რომელიც კვებით განპირობებულს არ ჰგავს. მისი დიაგონოსტირება აუცილებელია. 

19 პაციენტია ჩვენთან გამოჯანმრთელებული, კიდევ ტარდება მათზე დაავადების პირველადი PCR ტესტები. თუ რომელიმესთან პირველადი პასუხი უარყოფითი გვექნება, შემდეგ 24 საათის ინტერვალში მათ განმეორებით კვლევას გავუგრძელებთ. სადაც ორჯერადად უარყოფითი პასუხი მოვა, ჩავთვლით რომ მაშინ ეს პაციენტი გამოჯანმრთელდა," - აღნიშნა ეზუგბაიამ. 

დღის ამბები