11 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისით რამდენიმე წუთში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

რამდენიმე წუთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი შესრულდება, რითაც საქართველოს 180 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. მგზავრთაგან უმეტესობა, რომელსაც "კურიერი" ტელეფონით დაუკავშირდა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფებოდა.

დღის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეები პოლონეთიდან ჩამოიყვანეს. მგზავრებმა თერმოსკრინინგი გაიარეს. მათ 2 კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

უახლოესი დღეების განმავლობაში შესრულდება გეგმური ფრენა ლონდონიდან; 7 აპრილს ათენიდან; 10 აპრილს - ლარნაკადან; 12 აპრილს - ბერლინიდან; 14 აპრილს - კი ამსტერდამიდან.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, აღნიშნულ ქვეყნებში მაღალია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, ხოლო რეისით სარგებლობა სხვა ქალაქებში მყოფებსაც შეუძლიათ. 

"ამ ქვეყნებში მაღალია საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. გარდა ამისა, ამავე რეისებით ისარგებლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებიან და მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩავიდნენ როგორც ვარშავაში, ისე ბერლინში და გამოემგზავრონ სამშობლოში. ამავე რეისით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები, ფეხმძიმე ქალბატონები და მცირეწლოვანი ბავშვები,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები