26 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
ვეტერინართა საერთაშორისო ასოციაციის განმარტებით, შინაური ცხოველების ყოლა ვირუსის ფონზე საშიში არ არის

კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური თემაა შინაური ცხოველები და მათი ინფიცირება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაური ცხოველებიც არიან ვირუსის მატარებელი და შესაძლებელია მათგან დაინფიცირება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ამბავი ოფიციალურად არსად დასტურდება.

ვეტერინართა საერთაშორისო ასოციაცია კი განმარტავს, რომ ახლა არსებული სიტუაცია საფრთხის შემცველი არ არის და შინაური ცხოველების შესაძლო ინფიცირების წყაროებს ისინი სწავლობენ.

ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ შინაური ცხოველები საშიშები არ არიან და მათგან დაინფიცირება შესაძლებელი არ არის.

დღის ამბები