26 მაისი 2020,   11:41
ვრცლად
11 დაღუპული და 4 დაშავებული - კოლუმბიაში შახტი აფეთქდა

კოლუმბიაში, შახტში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი მუშა. მომხდარის მიზეზი უცნობია.

კოლუმბიაში შახტის აფეთქების ინციდენტი რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები შეზღუდულია, წიაღისეულის მოპოვება გამონაკლისს წარმოადგენს და შახტში მუშაობა დაშვებულია.

დღის ამბები