26 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
ნიღბების მოსახლეობის ფართო ფენების მიერ გამოყენებამ, შესაძლოა მათი დეფიციტი გამოიწვიოს - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პირბადეების კრიზისზე საუბრობენ. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მოსახლეობის მიერ პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება. 

"შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ნიღბების მოსახლეობის ფართო ფენების მიერ გამოყენებამ, შესაძლოა მათი დეფიციტი გამოიწვიოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მათ გამოყენებას. მხოლოდ ნიღბების გამოყენება COVID-19-ს ვერ შეაჩერებს, ამიტომ ქვეყნებმა უნდა განაგრძონ ტესტირება, იზოლირება და დაავადების ყველა შემთხვევის მკურნალობა. ასევე, დაავადებულთან კონტაქტების მოძიება," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ისრაელის პრემიერი პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სრულ კარანტინს აცხადებს. კრიზისის პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისთვის იაპონიამ ერთ ტრილიონიანი გეგმა შეიმუშავა.

ინფიცირებისა და ლეტალობის რიცხვი შემცირებულია სამხრეთ კორეაში. ჩინეთში კი, იანვრის შემდეგ პირველად ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები