05 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
სახელმწიფო მოსახლეობასთან და ბიზნესთან გაცილებით პროაქტიური უნდა იყოს - გიორგი აბაშიშვილი

ჯიპას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმა მოცემულ ვითარებაში ტიპიური ვერ იქნება. აბაშიშვილი სახელმწიფოსგან ზუსტ ანტიკრიზისულ გეგმას არ ელოდება.

გარდა ამისა, აბაშიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საზოგადოებას და ბიზნესს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

აბაშიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო რესურსების მოძიებისას სახელმწიფო ინსტიტუტებმა უფრო უნდა იაქტიურონ.

"ძალიან ძნელია ამ ეტაპზე ნებისმიერი კონკრეტული ტიპის გეგმაზე საუბარი. ეს არი არის ტიპიური ეკონომიკური კრიზისი და შესაბამისად, ვერ იქნება ტიპიური ეკონომიკური გეგმა. მე ზუსტ გეგმას არ ველოდები. თუ ზუსტი გეგმა უნდა იყოს, მე პირადად ჩავთვლი, რომ ეს არ არის ბოლომდე კვალიფიციურად დათვლილი. პანდემია დინამიკაშია და გადაწყვეტილებები დროში იცვლება.

პირველი პრიორიტეტი რაც შეიძლება ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ ეს გაკეთდა, მეტი კონკრეტიკა კარგი იქნებოდა, იმ ადამიანების დახმარების ნაწილში, რომელთაც უკვე დაკარგეს სამსახური. მაგრამ ემ როგორც ვხედავ მთავრობა დიდწილად არის დამოკიდებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებაზე. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ქვეყნები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს მუდმივ რეჟიმში ესაუბრებიან, რათა მოიზიდონ გარკვეული ტიპის თანხები. საერთაშორისო- საფინანსო ორგანიზაციების რესურსებიც არ არის ულევი. აქაც კონკურენციაა, რომელი ქვეყანა უფრო მეტად შეძლებს სწორ დასაბუთებას, თუ რაში სჭირდება ეს თანხები.

მნიშვნელოვანია ამ მილიარდნახევრის პოტენციური აკუმილირება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არის საბანკო სექტორი, რომელსაც აქვს ცალკე რესურსი მოიზიდოს დამატებითი თანხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. ამიტომ მე მგონია, რომ ამ კუთხით მთავრობის მუშაობის გააქტიურება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია და დაჩქარება რამდენადაც მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

ამავდროულად მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება ადამიანებს და ბიზნესს, რომლებიც დაზარალდნენ. რაც მეტად იქნება გადაწყვეტილებები გასაგები, მით მეტად მოეკიდება ბიზნესი და მოსახლეობაც ვითარებას. გაცილებით პროაქტიურია ჩვენი მედიკოსების და ამას ვისურვებდი," - განაცხადა აბაშიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები