05 მაისი 2024,   11:22
ვრცლად
ხელისუფლება არ უნდა ჩაიკეტოს კრიზისში მეხანძრის როლში და უნდა იფიქროს აღდგენაზე - გიორგი აბაშიშვილი

ჯიპას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ბიზნესის ონლაინპლატფორმის გააქტიურებაზე იფიქროს.

აბაშიშვილის განმარტებით, ბიზნესი უნდა ადაპტირდეს არსებულ სიტუაციაზე და მუშაობა მაქსიმალურად აღადგინოს.

"ბიზნესთან მიმართებაში გარკვეული სწორი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია როგორ მოიქცევა სახელმწიფო კრიზისის შემდგომ პერიოდში. თუ ჩვენ ჩავიკეტებით კრიზისში და მეხანძრის როლში ვიქნებით და არც ერთ შემთხვევაში არ ვიფიქრებთ აღდგენის ნაწილზე, ეს იქნება ძალიან ცუდი.

მე ვხედავ, რომ აღდგენის ნაწილზე ფიქრი პარალელურად დაწყებულია. მნიშველოვანია, რომ ყველა ის ბიზნესი, რომელიც შესაძლოა საქმიანობდეს ონლაინ ან დისტანციურად, ამავდროულად, იცავდეს დადგენილ ნორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ და პარალელურად დავიწყოთ აღდგენის პროცესი. ეს ავტომატურად  ნიშნავს იმას, რომ კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში, ჩვენ ავტომატურად წინ ვიქნებით და ნაკლები უმუშევარი ადამიანი გვეყოლება," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

დღის ამბები