26 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურთან ხანძარია - ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურთან ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

ძლიერი ქარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ბრიგადა და 40-მდე მეხანძრე-მაშველი.

დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გადადების საშიშროება არ არსებობს. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

დღის ამბები