26 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
მიზანი უცვლელია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის მმართველი - მაიკ პომპეო

ვინც არ უნდა მართავდეს ჩრდილოეთ კორეას, აშშ-ის მიზანი ერთია, მისი დენუკლეარიზაცია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კიმ ჩენ ინის გაუჩინარების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

პომპეოს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა ასევე კიმ ჩენ ინის დასთან დაკავშირებით, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ძმის გარდაცვალების შემთხვევაში ქვეყანას უხელმძღვანელებს.

"მე მას რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა ამოცანა იგივეა - მიზანი უცვლელია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის მმართველი," -აღნიშნა პომპეომ.

მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი გულის ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

დღის ამბები