12 მაისი 2024,   08:55
ვრცლად
ხაშურის აგრარული ბაზარი ამ დრომდე დაკეტილია - მოვაჭრეები ობიექტის გახსნის მოლოდინში არიან 

ხაშურის აგრარული ბაზარი ამ დრომდე დაკეტილია. როდის გაიხსნება ობიექტი ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე უახლოეს დღეებში მიიღებს.

აგრარული ბაზრის გახსნის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან მოვაჭრეებიც. რაც შეეხება გორს, იქ ბაზარი 2 მაისის შემდეგ ფუნქციონირებს.

"ამ კვირაში ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ სხვა აგრობაზრებთან, რომლებიც ამ დროისთვის არ არის გახსნილი, როგორც კი მოგვეცემა საშუალება და ისინი დააკმაყოფილებენ სახელმწიფოს მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია, ეს ბაზრებიც გაიხსნება აუცილებლად," - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა

დღის ამბები