11 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით 17 ადამიანია ინფიცირებული - 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც

ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით, საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, რეგიონში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 19 ადამიანს ჩაუტარეს. ორ მათგანს ინფექცია დაუდასტურდა.

ინფიცირებული პაციენტები სტუდენტები არიან, რომლებიც აფხაზეთში რუსეთიდან დაბრუნდნენ.  

დღის ამბები