12 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
მე როგორც ექიმი შეშფოთებული ვარ, შეიძლება ვირუსის მეორე ტალღა მივიღოთ - ენტონი ფაუჩი აშშ-ში შეზღუდვების მოხსნაზე

COVID-19-ის პანდემიის ეპიცენტრად ისევ შეერთებულ შტატები რჩება, სადაც ინფიცირების თითქმის მილიონ ნახევარი შემთხვევა დასტურდება. შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ქვეყნის მთვარობას სიფრთხილსკენ მოუწოდებს.

ფაუჩის თქმით, აკრძალვების მოხსნის დროს გაუფრთხილებლობის გამოჩენამ შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს.

"ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ამ ვირუსზე. როცა საქმე ბავშვებს და სკოლებს ეხება, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. იხსნება შტატები, ქალაქები, რეგიონები. მიმაჩნია, რომ ეს დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. მე როგორც ექიმი შეშფოთებული ვარ რადგან ამან შეიძლება ვირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს," - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

დღის ამბები