11 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
არაქორწინებითი ურთიერთობა ითვლება ცოდვად - სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლით თბილისის ქუჩებს შემოივლიან

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ქვეყანაში პატრიარქმა დააწესა. დღეს, სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ სასულიერო პირები ხატებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს.

"დღეს ავღნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ქრისტიანული მწამსისთვის ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი არის მცირე ეკლესია და წმინდა. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ ყველა ადამიანს ამის დაცვისკენ მოვუწოდებთ.

გლდანის, ვარკეთილისა და ვაკე-საბურთალოს მხარეს იქნება მსვლელობები მანქანებით, სამზღვდელობა ნაკურთხ წყალს ასხურებს და აწყურის ღვთისმშობლის ხატით  დალოცავს თბილისს," -  განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანემ.

დღესვე ასევე მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რასაც ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი გამოეხმაურა.

"კაცის და ქალის მასეთი ურთიერთობა, არაქორწინებითი ურთიერთობა ითვლება ცოდვად. ჩემთვის ეგ მიუღებელია. სასულიერო პირი რომ არ ვიყო, ისედაც მიუღებელია.

ცხოვრობ მასე - იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე და თავზე მომახვიო... რატომ აკეთებ პროპაგანდას," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ზუსტად 30 წელი წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ლგბტ და ქვიარ თემის წევრები ამ დღეს მათ უფლებების დაცვას მოითხოვენ.

22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ აქცია-მანიფესტაცია იკრძალება, ამიტომ დღეს გაიმართება ონლაინდემონსტრაცია სოციალური ქსელში.

დღის ამბები