12 მაისი 2024,   03:33
ვრცლად
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს გაუფრთხილდეს ქალაქის მწვანე საფარს

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები დიღმის ჭალების ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლელოს წევრებმა სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართეს და მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჭალების ტერიტორიის გასხვისების პროცესი.

"დიღმის ჭალებსაც ემუქრება გაქრობა ისევე, როგორც სხვა რეკრეაციული ზონები გაქრა ქალაქიდან. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს პასუხს თუ რამდენად ლეგიტიმურია ეს ყველაფერი,"- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების წევრმა ანი ბიბილაშვილმა.

"ლელო საქართველოს" წევრი ჯოსეფ ალექსანდრ სმიტი კი აცხადებს, რომ გუნდი სრულად იაზრებს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს და იცავს ქალაქის მწვანე საფარს.

დღის ამბები