12 მაისი 2024,   10:21
ვრცლად
პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა ნათელაშვილი

როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - ამ საკითხზე პარტიები ხვალ იმსჯელებენ. შეხვედრა, ტრადიციულად, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შედგება.

ოპოზიცია თანხმდება, რომ გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა არ მოხდება.

შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც მივლენ. ოპოზიციის გეგმებზე დღეს შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა.

"პარტიებმა სრულიად გასაგებად და ცალსახად ისაუბრეს წინა შეხვედრებზე, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ხვალ ოპოზიციას ექნება მორიგი შეხვედრა, სადაც გველოდება სიურპრიზი ეს შეხვედრა იქნება პოლიტპატიმართა მონაწილეობით დავგეგმავთ სტრატეგიებსაც,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტის შეხვედრაზე დადებული პირობის შესრულებას ითხოვენ, მათი თქმით ხელისუფლებამ მაშინ გასცა დაპირება, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც ახლა ციხეშია, გათავისუფლდებოდა.

დღის ამბები