11 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
მამაკაცს, რომელიც ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა

თერჯოლის ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტოკული საშუალება აღმოაჩნდა.

ახალგაზრდა მამაკაცი გერმანიიდან 9 მაისს ჩამოფრინდა, კარანტინში თბილისში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით თერჯოლაში, კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, მას აუღეს ანალიზი კორონავირუსზე, უარყოფითი პასუხის მისვლის შემდეგ გადაიყვანეს პალატაში, სადაც პაციენტი შეამოწმეს.  მამაკაცს 38 აბი სუბოტექსი და  მარიხუანა აღმოაჩნდა, გამოიძახეს პოლიცია და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც დაკავებულმა სამართალდამცველებს განუცხადა,  ის სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები