07 ივლისი 2020,   07:37
ვრცლად
გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე COVID პანდემიის მართვისა და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

საგაზაფხულო სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება. წინასწარი  განცხადებების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ოპონენტები პრემიერისთვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავენ.

პრემიერი დეპუტატებს გასული 2 თვის ანგარიშს საკუთარი ინიციატივით აბარებს. უახლოეს პერიოდში პრემიერი დეპუტატებს კიდევ ორჯერ შეხვდება - 29 მაისს, ინტერპელაციის წესით და ივნისში, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. 

დღის ამბები