26 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. "საქმიან ეზოებში".

ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, "საქმიანი ეზოების" მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა. ითქვა, რომ "საქმიანი ეზო" საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა და ცვლილება მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში გაუადვილებს.

დღის ამბები