02 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სახალხო დამცველს და მედიაორგანიზაციებს მიმართავს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სახალხო დამცველს და მედიაორგანიზაციებს მიმართავს. 

მენეჯმენტის განცხადებით, ტელევიზიასთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა და ა/ო "მე მიყვარს ბათუმის" წევრი შოთა ცაავა დღესაც არიან "ევროპული საქართველოს" მოქმედ პარტიულ, საკრებულოს სიაში. საარჩევნო კოდექსის თანახმად კი პარტიულ სიას აქვს იგივე ვადა, რაც თავად საკრებულოს.

მაუწყებლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სიცრუეა ის განცხადება, სადაც ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა უარყოფენ პარტიის წევრობას.

არხის მენეჯმენტს მიაჩნია, რომ პროცესი მართულია, ამიტომ ისინი მიმართავენ სახალხო დამცველს და მედიაორგანიზაციებს დააკვირდნენ ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.

"მე მიყვარს ბათუმის" წევრი ალექსანდრე მილორავა კატეგორიულად უარყოფს "ევროპული საქართველოს" რიგებში ყოფნას და ამბობს, რომ პარტია 3 წლის წინ დატოვა.

მილორავა აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მე-13 დღეა შიმშილობს.

დღის ამბები