02 მაისი 2024,   17:36
ვრცლად
დიდ დიღომში ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორ მანქანას ეკიდა. 

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სადენებიდან გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორმა ბრიგადამ იმუშავა.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

დღის ამბები