26 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
მიტოვებული ახალშობილი კახეთში - ბავშვის მამა აცხადებს, რომ მას ორსულობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა

კახეთში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბეში გამვლელებმა ჩვილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს და პოლიციას აცნობეს.

ახალშობილი წნორის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების პირველადი ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით დაიწყო.

ბავშვის მამა აცხადებს, რომ ის და ბავშვის დედა 7 წელია ერთად ცხოვრობენ და მას ორსულობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.

"ხევის მაღლა იყო, ჭინჭრებში, ყავას ვსვამდი, თვითონ საათი-საათნახევარი ტუალეტში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი რომ იმშობიარებდა, სხვა ბავშვი არ გვყავს, მე მინდოდა, მაგრამ თვითონ არ უნდოდა, მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდებაო, საერთოდ აზრზე არ ვიყავით თუ ფეხმძიმედ იყო," - აცხადებს ბავშვის მამა.

დღის ამბები