05 მაისი 2024,   11:46
ვრცლად
ახალი კლასტერი სამხრეთ კორეაში - სანიტარული რეგულაციები განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა

სამხრეთ კორეაში კი სადაც კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა ზრდა დაიწყო, სანიტარული რეგულაციები განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა.

ახალი კლასტერი დედაქალაქ სეულში გაჩნდა. სპეციალური ზომები იქამდე შენარჩუნდება ქვეყანაში სანამ ახალი შემთხვევების რიცხვი არ შემცირდება.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 12,000-ს გადასცდა.

დღის ამბები