06 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი სამოქალაქო აქტივისტების აქციის ფონზე მიმდინარეობს

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებილებების გამოკვლევით მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

"ერთი წლის განმავლობაში პოლიტპატიმრების თემის არდახურვამ, "ქართულ ოცნებას" მოუტანა ის, რომ მთელი ცივილური სამყაროსაუბრობს, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები. გაჟღერდა ძალიან მაღალი რანგის  პოლიტიკოსების მხრიდან ეს ტერმინი პირველად საქართველოს ისტორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ შეილახა," - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

დღევანდელ პროცესზე "ევროპული საქართველოს" ლიდერები: ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი და სერგო რატიანი მოწმის სახით გამოიკითხებიან. სასმართლო გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დღის ამბები